Tuesday, June 27, 2017

მეცხრე დღე

წარვადგინე ჩემი პროექტის პრეზენტაცია, მოვისმინე პედაგოგების რეკომენდაციები, განვაახლე ჩემი პროექტის გეგმა და სხვა მასალები, რესურსები და გამოვაქვეყნე ბლოგზე.
შევუფასე სხვა მასწავლებლებს  პროექტები  მივეცი შენიშვნა  და რჩევა.

პროექტებით მიმდინარე სწავლება იყო ძალიან საინტერესო, რასაც გამოვიყენებ  საგაკვეთილო პროცესში,   ყოველი დღის ახსნილი მასალა იყო გასაგები, რისთვისაც ტრენერს ვუხდით მადლობას, ვურჩევ ყველა პედაგოგს გაიაროს აღნიშნული ტრენინგი, რაც ხელს შეუწყობთ  საგაკვეთილო პროცესის ეფექტურ მუშაობაში.

Saturday, June 24, 2017

მერვე დღე


კიდევ ერთხელ დავხვეწე ჩემი პროექტი, შევქმენი დამხმარე მასალა, პროექტის გეგმა,განვიხილე განხორციელების სტრატეგიები,გამოვაქვეყნე პორტფოლიო,დავიწყე  პროექტის პრეზენტაციისათვის მომზადება.
    დიდი მადლობა ტრენერს,საინტერესო და მრავალმხვრივი სწავლებისათვის.

Saturday, June 17, 2017

მეშვიდე დღე

 დღეს მე გავეცანი დიფერენცირებული სწავლების გეგმას,  შევავსეთ  თვითსეფასების კითხვარი  , გავეცანით სსსმ მოსწავლეთა ჩართულობას სასწავლო პროცესში.  
     ტრენინგი ძალიან საინტერესო იყო და აქტიურად გამოვიყენებ სასწავლო პრაქტიკაში.დიდი მადლობა ტრენერს.

Sunday, June 11, 2017

მეექვე დღე

განვიხილე ჩემი პროექტის სასწავლო პროცედურები და ჩავასწორე ცალკეული მონაკვეთები.გავეცანი შეფასების ხუთ მიზანს. დავიწყე მოსწავლეთა ნამუშევრების განხილვა, შევიმუშავე შეფასების რუბრიკა.დავგეგმე მოსწავლისსავარაუდო ნაშრომი და გავეცანი სასწავლო პროექტის გეგმის შეფასებას
 ტრენინგის მეექვსე დღე ჩემთვის ყველაზე ნაყოფიერი და მუშა დღე იყო ამისათვის დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს ძალიან კარგი ტრენინგების ჩატარებისათვის

Saturday, June 10, 2017

მეხუთე დღე



დღეს დავხვეწე ჩემი პროექტის შეფასების გეგმა , დავასრულე პრეზენტაცია და გამოვაქვეყნე ბლოგში. დავიწყე პრეზენტაციის გეგმის დაწერა .
 ტრენინგის მეხუთე დღე იყო საინტერესო.

Sunday, June 4, 2017

მეოთხე დღე

ტრენინგის მეოთხე დღე იყო საინტერესო, გავეცანით სხვადასხვა სახის შეკითხვებს  ანუ საკვანძო შეკითხვებს( თემატურს, ზოგადს, შინაარსობრივს),.გავეცანით შეფასების ინსტრუმენტებს, დავიწყე შეფასების გეგმის დაწერა და პრეზენტაციის შექმნა ჩემს პროექტზე. გმაილის გათიშვის გამო ვერ გამოვაქვეყნე რეფლექსია, რომელიც  დავწერე ტექსტურ რედაქტორში ( ვორდში), შემდგომში გამოვაქვეყნებ.

Saturday, June 3, 2017

მესამე დღე

ტრენინგის მესამე დღე იყო საინტერესო , ვისწავლე სტანდარტების მოძიება და მორგება პროექტზე,  21-ე საუკუნის უნარ ჩვევები შევუსაბამე ჩემი პროექტის გეგმას,  შევიმუშავე მიზნობრივი კითხვები .

მიღებულ ცოდნას გამოვიყენებთ საგაკვეთილო პროცესში- პროექტებით სწავლებისას, რაც დაგვეხმარება მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაში.

Sunday, May 28, 2017

მეორე დღე

გავეცანით    პროექტის მახასიათებლებს, ასევე  კონკიას პროექტის რესურსებს, შევქმენი  ბროშურა. ტრენინგის მეორე დღე  იყო ძალიან საინტერესო.

Saturday, May 27, 2017

პირველი დღე

                                                                        რეფლექსია

მე დღეს გავეცანი პროექტებით სწავლებას, შევქმენით საქაღალდეები, ვისწავლეთ ბლოგის გაკეთება, გავეცანით სილაბუსს. მომეწონა კონკიას პროექტის გეგმა. მოცემული ტრენინგით მივაღწევთ სასურველ შედეგს და სწავლა სწავლების მეთოდს დავნერგავთ სკოლაში სწავლების დროს, რასაც ვიზუალურად ავსახავთ მოცემულ ბლოგში.  გავეცანი  პროექტებით სწავლებას,პროგრამა "ვიუერში" მუშაობას( ფერების შერჩევა მონიშვნა, შენახვა ,კომენტარის გაკეთება და სხვა),საქაღალდეების შექმნას და განვათავსე ჩემს დისკზე ,შევქმენი ბლოგი.
      ტრენერი საინტერესოდ გვაწოდებდა ინორმაციას და ყოველი აქტივობის შემდეგ ვაკეთებდი სიტყვიერ უკუკავშირს.
 .